გაძლიერებული Excel და საოფისე პროგრამები

350,00 

კურსის ხანგრძლივობა 1 თვე

Share

სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს აიმაღლოს კომპიუტერული ცოდნა და დაეუფლოს თანამედროვე საოფისე პროგრამების გამოყენებას პროფესიულ გარემოში. კურსი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს კარიერულ წინსვლას და სურს გახდეს კონკურენტუნარიანი ნებისმიერ სამუშაო პოზიციაზე.

BN Academy განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულ სწავლებას. მონაწილეები ეტაპობრივად შეისწავლიან ტექსტურ დოკუმენტებთან, ცხრილებთან, პრეზენტაციებთან და სხვა აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობას. მიღებული ცოდნა მათ შესაძლებლობას მისცემს ეფექტურად იმუშაონ ორგანიზაციებში, კერძო სექტორში თუ საერთაშორისო კომპანიებში.

კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა მეზღვაურებისთვისაც, რომლებიც თავიანთ კარიერაში ხშირად საჭიროებენ საოფისე პროგრამების საფუძვლიან ცოდნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სწავლების პროცესს უძღვებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, რომელიც მათთვის გახდება კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.

TOP
Cart 0