სალომბარდე საქმე ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და პრაქტიკული მიმართულებაა საფინანსო სექტორში. ის აერთიანებს როგორც ფინანსურ ცოდნას, ისე ექსპერტულ უნარებს ძვირფასი ლითონებისა და ქვების შეფასებაში. აღნიშნული სფერო მუდმივად ვითარდება, რის გამოც კვალიფიციური სპეციალისტებზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
-
სალომბარდე საქმიანობის არსს, ტიპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს;
-
ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციას, ხარისხის დადგენასა და ღირებულების განსაზღვრას;
-
კლიენტთან კომუნიკაციისა და მომსახურების სტანდარტებს;
-
ფინანსური და საბანკო ოპერაციების საფუძვლებს, მათ შორის გირავნობის შეფასებისა და სესხის გაცემის პროცესს;
-
სალაროსა და დოკუმენტაციის მართვის წესებს.
სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. სწავლების პროცესში მონაწილეები გაეცნობიან რეალურ მაგალითებსა და სალომბარდე საქმიანობის მოდელებს, რაც მათ დაეხმარება პროფესიული უნარების სწრაფად განვითარებაში.

