კულინარიის კურსი

800,00 

კურსის ხანგძლივობა 3 თვე

გაზიარება

გიყვარს სამზარეულოში დროის გატარება და გსურს, მარტივი ინგრედიენტებით შექმნა შთამბეჭდავი კერძები? BN Academy გთავაზობს შესაძლებლობას, აქციო შენი სურვილი პროფესიულ კარიერად.

BN Academy-ის კულინარიული კურსები შექმნილია მათთვის, ვინც სურს საფუძვლიანად დაეუფლოს როგორც საბაზისო, ისე პროფესიულ უნარებს. სწავლის პროცესში სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში და ეუფლებიან კერძების მომზადების თანამედროვე მეთოდებს.

პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ მუშაობას, რაც უზრუნველყოფს რეალურ და თვალსაჩინო შედეგს. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის სამზარეულოს – მათ შორის ევროპულს, აზიურსა და ტრადიციულ ქართულს. სპეციალური ყურადღება ეთმობა კულინარიულ ინოვაციებს, რათა სტუდენტებმა შეძლონ საკუთარი კრეატიულობის განვითარება და უნიკალური კერძების შექმნა.

BN Academy-ს კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ კურსანტები არა მხოლოდ იღებენ მაღალკვალიფიციურ განათლებას, არამედ რეალურ შესაძლებლობას დასაქმდნენ პროფესიულ სფეროში. აკადემიის მიზანია სტუდენტების სრულყოფილი მომზადება და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

დაიწყე სწავლა დღესვე BN Academy-ში და შექმენი შენი მომავალი კულინარიაში. წარმატებული კარიერა იწყება აქ.

TOP
კალათა 0