ჟურნალისტიკა

800,00 

კურსის ხანგრძლივობა 3 თვე

გაზიარება

ჟურნალისტიკა თანამედროვე ინფორმაციული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი სფეროა. წარმატებული ჟურნალისტი უნდა ფლობდეს ანალიტიკურ აზროვნებას, პასუხისმგებლობის გრძნობას და უნარს, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო, ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია.

BN Academy-ის ჟურნალისტიკის კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას ისეთი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მედიასაშუალებების მოთხოვნებს.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:

  • ჟურნალისტიკის საფუძვლებსა და მედიაეთიკის პრინციპებს;

  • ინფორმაციის შეგროვებისა და გადამოწმების თანამედროვე მეთოდებს;

  • ინტერვიუს, რეპორტაჟისა და საგამოძიებო მასალის შექმნის ტექნიკას;

  • მედიის სამართლებრივ და პროფესიულ სტანდარტებს;

  • სოციალური მედიისა და ციფრული ჟურნალისტიკის ინსტრუმენტებს.

სასწავლო პროცესი აერთიანებს თეორიულ ლექციებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რეალურ გარემოში განავითარონ პროფესიული უნარები. ლექციებს ატარებენ პრაქტიკოსი ჟურნალისტები და მედია-ექსპერტები, რაც უზრუნველყოფს სწავლის ხარისხსა და აქტუალურობას.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ მუშაობას სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პრესაში, ტელევიზიაში, ონლაინ გამოცემებში ან კომუნიკაციების მიმართულებით კერძო და საჯარო სექტორში.

TOP
კალათა 0