პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ერთდროულად ორ მნიშვნელოვან სფეროში და გაზარდოს საკუთარი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.
სასწავლო პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
საბანკო და სალომბარდე ოპერაციები, სალაროს მართვა და ფინანსური დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების თანამედროვე სტანდარტები;
ძვირფასი ლითონებისა და ქვების იდენტიფიკაცია, მათ შორის ნატურალური და სინთეზური მასალების გარჩევა;
ღირებულების განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები და ექსპერტული შეფასება;
ფინანსური და სამართლებრივი სტანდარტები, რომლებიც არეგულირებს საბანკო და სალომბარდე საქმიანობას.
კურსის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ იურიდიული ძალის მქონე სერტიფიკატს ან დიპლომს, რაც უზრუნველყოფს კარიერულ განვითარებას და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას შემდეგ სფეროებში:
კომერციული ბანკები;
სალომბარდო და სხვა საფინანსო ორგანიზაციები;
საიუველირო კომპანიები;
დამოუკიდებელი ექსპერტ-შემფასებლის საქმიანობა.

