საექთნო საქმე დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი პროფესიაა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ, BN Academy გთავაზობთ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც აერთიანებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას.
კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ:
საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, რომელიც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს;
პრაქტიკულ გამოცდილებას Maritime Hospital-ში, პროფესიონალი სპეციალისტების უშუალო ზედამხედველობით;
სახელმწიფო აღიარების მქონე სერტიფიკატს ან დიპლომს;
დასაქმების რეალურ შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულებებში.
კურსის შედეგები:
პროგრამა აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას არა მხოლოდ დაიწყონ კარიერა საექთნო, სახლის მოვლისა და გერიატრიის მიმართულებით, არამედ განავითარონ ის გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს სპეციალობები განსაკუთრებით მოთხოვნადია, რაც უზრუნველყოფს კარიერულ სტაბილურობასა და პროფესიულ განვითარებას.

